იუსტიციის საბჭოს სხდომა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მორიგი სხდომა იმართება.
სხდომაზე მისული მედიის წარმომადგენლები მანდატურის სამსახურმა შენობაში აღარ შეუშვა. როგორც მანდატურები აღნიშნავენ, მედიას სხდომაზე შესვლის უფლება სასამართლოების შესახებ მიღებული ახალი კანონით იკრძალება. მანამდე კი საბჭოს სხდომები მედიისთვის ღია იყო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღის წესრიგში სამი საკითხი აქვს შეტანილი.