იუსტიციის საბჭოს სხდომა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სასამართლოებში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები განიხილეს. რეკომენდაციები 18 პუნქტისგან შედგება და მას მხარი საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა.

საბჭოს წევრების მხრიდან გაიცა რეკომენდაცია, რომ ის პროცესები, რომელიც ვადებში შეზღუდული არ არის, გადავადდეს, შეძლებისდაგვარად სასამართლო სხდომები ჩატარდეს დისტანციურად და შეიზღუდოს სასამართლოს შენობაში მოქალაქეების მობილობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სასამართლოში მისვლისგან, თუ ამის აუცილებლობა არ არის და ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისებით.