იუსტიციის საბჭოს სხდომა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ოთხი წლის ვადით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. მან საბჭოს წევრთა 13 ხმა მიიღო.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე საბჭოსვე შემადგენლობის მოსამართლე წევრებიდან ირჩევა. ამ დრომდე კი კანონის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე ავტომატურად იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თუმცა ცვლილებების შემდეგ ეს შეიცვალა.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა.