იუსტიციის საბჭოს სხდომა  

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა.

ჯანეზაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოებში მოსამართლის 109 ადგილი ვაკანტურია, რის გამოც მოქალაქეები გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან. ჯანეზაშვილი პროცესს განზრახ გაჭიანურებულს უწოდებს და ამბობს, რომ არ არსებობს კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების კონკრეტული ვადები.

გიორგი მიქაუტაძე ჯანეზაშვილს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. მიქაუტაძის განცხადებით, ახალი რეფორმის გატარების შემდეგ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა დაახლოებით სამ თვეს მოიცავს.

დატოვე კომენტარი