იუსტიციის საბჭოს მიმართვა პრეზიდენტს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა პრეზიდენტს გადაუგზავნა.

მიმართვას, რომელიც პრეზიდენტს პირველ ნოემბერს გადაეგზავნა, ხელს აწერენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები: გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, თამარ ონიანი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, არამოსამართლე წევრებიდან კი, – შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი. დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თერთმეტი წევრი ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოტივად მის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.

აღნიშნულ საკითხს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები საკანონმდებლო ორგანოში.

თავად ანა დოლიძე რამდენიმე წუთში საპასუხო პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.