იუსტიციის საბჭოს კითხვებს თამარ ალანია პასუხობს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. საბჭოს წევრები დღეს ხუთ კანდიდატს მოუსმენენ.

გასაუბრების პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერნეტპლატფორმაზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

საბჭოს წევრები უკვე გაესაუბრნენ ზურაბ აზნაურაშვილს. ამ წუთებში საბჭოს წევრების შეკითხვებს თამარ ალანია პასუხობს.