მოთხოვნის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესს არ ცვლის.
ანა დოლიძის წინადადებას ამჯერადაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საბჭოს არამოსამართლე წევრის ინიციატივის მიხედვით, მოსამართლეებმა თავმჯდომარე კენჭისყრით თავად უნდა აირჩიონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭო არჩევნებს გამოეთიშება. საკუთარ წინადადებას დოლიძე სასამართლოების თავმჯდომარეების დამოუკიდებლობის ზრდის არგუმენტით ამყარებს, რასაც საბჭოს წევრთა უმრავლესობა არ ეთანხმება.
თავმჯდომარეთა არჩევის წესის გარდა დღევანდელ ხმაურიან სხდომაზე ანა დოლიძის კიდევ ერთი ინიციატივა ჩავარდა.