გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსი. ხუთ ვაკანტურ ადგილზე არამოსამართლე წევრებს პარლამენტი აირჩევს. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, არამოსამართლე წევრის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. შეძლებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები არამოსამართლე წევრების კონსენსუსით არჩევას, ჯერ უცნობია.
აკადემიურ წრეებს, ადვოკატთა ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არასამეწარმეო პირებს პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა 20 ოქტომბრამდე აქვთ. კანდიდატების საბუთების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, არამოსამართლე წევრებს საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, შემდეგ კი დასამტკიცებლად კენჭს სესიაზე უყრიან.