იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები არჩეულია

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია.

გოგა კიკილაშვილიმა და ლევან ნემსაძემ 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი წლის ვადით გამწესდნენ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, იუსტიციის საბჭოში პარლამენტის მიერ დასანიშნი, არამოსამართლე წევრების 5-კაციანი კვოტა უკვე შევსებულია.