იუსტიციის საბჭომ დღეს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმინა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს გაესაუბრა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საბჭოს წევრთა კითხვებს, თამარ ლალიაშვილმა და ნუგზარ სხირტლაძემ უპასუხეს. სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა  ნუგზარ სხირტლაძესთან გასაუბრებას. კამათი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანიკაშვილის კითხვას მოჰყვა –  ეხმარებოდა თუ არა კანდიდატი მიხელ ჩინჩალაძეს უზენაეს სასამართლოში მუშაობის დროს გადაწყვეტილების წერაში. ჯანეზაშვილს თქმით, ეს კითხვა მას მოქალაქემ მისწერა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის მხრიდან კითხვაზე პასუხი უარყოფითი იყო,  კითხვამ საბჭოს მოსამართლე წევრთა გაღიზიანება გამოიწვია.

თამარ ლალიაშვილთან დასმული კითხვები შეეხებოდა მის გამოცდილებას, ასევე, საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს კანდიდატი ლევან მურუსიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის სასამართლოს ლიდერია.

საბჭოში გასაუბრების პროცესი გრძელდება.