იუსტიციის მინისტრი რეგიონებში ანგარიშის წარდგენას განაგრძობს – თბილისის, ქუთაისის, ბორჯომისა და რუსთავის შემდეგ ღონისძიება ბათუმშიც გაიმართა. რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებსა და შესრულებულ დაპირებებზე ისაუბრა.
ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოება და ეფექტიანი სერვისები − ამ სამი პრინციპის გარშემო ერთიანდება ყველა ის სიახლე, რაც იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეებს შესთავაზა.