იუსტიციის მინისტრმა ცენტრ „აფხაზეთთან“ ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საქველმოქმედო ცენტრ „აფხაზეთთან“ ხელშეკრულება გააფორმა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში „აფხაზეთი“ ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს და #2 და #11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ტატუს უსასყიდლოდ მოაშორებს. პროგრამის მიზანი მათი მასტიგმატიზებელი ნიშნებისგან გათავისუფლება და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა.

ბიუჯეტიდან 48 548 ლარია გამოყოფილი, რაც დაახლოებით 60 ბენეფიციარზე დაიხარჯება.