იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

18:21, 09.09.2026

კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ კორეის გამოცდილებას ციფრული მმართველობის, ელექტრონული სახელმწიფო სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. კორეის რესპუბლიკა, ციფრული მმართველობის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სახელმწიფო სერვისებს მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფს, მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. ცენტრი ორი ქვეყნის პრაქტიკული თანამშრომლობის პლატფორმა გახდება.

მსგავსი