იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კორეაში

15:18, 07.09.2026

იუსტიციის მინისტრი ვიზიტით კორეაში იმყოფება. მიზანი ორ ქვეყანას შორს ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გამყარებაა, რაც ხელს შეუწყობს ციფრულ ტრანსფორმაციას, საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობასა და სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის გაზრდას. გაიმართება შეხვედრები კორეის შს და უსაფრთხოების მინისტრთან. პაატა სალია კორეელ კოლეგას ქართულ რეფორმებს გააცნობს. მხარეებს შორის მემორანდუმიც გაფორმდება, რომელიც ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის დაფუძნებას ითვალისწინებს.

მსგავსი