იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

12:12, 15.04.2026

ამერიკაში იმყოფება ვიზიტით იუსტიციის მინისტრი. პაატა სალია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე გამოვა სიტყვით. ისაუბრებს საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ეკონომიკურ და სოციალურ, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში. მინისტრი დისკუსიას გამართავს ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან. მონაწილეობას მიიღებს სპეციალური ღონისძიებაში, რომელიც გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს დაეთმობა. შეგახსენებთ, 2026 წლის საჯარო სერვისების ფორუმი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.

მსგავსი