იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში თეა წულუკიანის მოსმენა.

ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვების დიდი ნაწილი საერთაშორისო სასამართლოებში აგვისტოს ომის გამოძიებას ეხება. მთავრობის წევრი დღეს პარლამენტს ვრცლად ესაუბრა, რა მტკიცებულებებია გაგზავნილი სტრასბურგსა და ჰააგაში საქართველოს სასარგებლოდ. მინისტრს ასევე ჰკითხეს, რა საკითხზე ჰქონდა გუნდში უთანხმოება, რის გამოც თანამდებობიდან წასვლასაც არ გამორიცხავდა და იყო თუ არა დაპირისპირება უშუალოდ პრემიერთან. კითხვები დაისვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის სადავო თემაზე, მთავრობის წევრს განმარტებების გაკეთება მოუხდა იუსტიციის სამინისტროდან გაშვებულ თანამშრომლებზეც, რომლებმაც სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიგეს.

თეონა მანაგაძე ადევნებს თვალს მინისტრის საათის ფორმატში მიმდინარე ხმაურიან სხდომას.