იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს იუსტიციის მინისტრის მოსმენა.

რატი ბრეგაძე მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. უწყებაში ბოლო თვეებში გატარებულ რეფორმებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრის შემდეგ ყველაზე მეტი კითხვა მიხეილ სააკაშვილზე დაისვა. ოპონენტებმა მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დაადანაშაულეს. სალომე სამადაშვილმა ბრეგაძეს მოსთხოვა, წარედგინა წერილობითი თანხმობა, სადაც სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადასვლაზე თანხმობას აცხადებდა. ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად სააკაშვილის ტრანსპორტირების და ცნობილი ვიდეოკადრების გასაჯაროების საკითხზე იუსტიციის მინისტრთან კითხვები „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც ჰქონდათ.