იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადება

რა მოლოდინი აქვს საქართველოს ჰააგის სასამართლოსგან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. გოჩა ლორთქიფანიძემ ღონისძიების მონაწილეებს − 123 ქვეყნის დელეგაციის წევრებს რომის სტატუსის 20 წლისთავი მიულოცა.

ლორთქიფანიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლო არის ქმედითი იარაღი საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება, ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა, აგვისტოს ომის დროს დაზარალებული თითოეული მოქალაქე ამ თანამშრომლობისგან ელის ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებისა და მკვლელობის, სამოქალაქო პირების მკვლელობისა და წამების დანაშაულებში ბრალის მქონე პირების გამოვლენას და დასჯას.