იუსტიციის მინისტრის კომენტარი

მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობის შესაძლებლობის საკითხზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. რატი ბრეგაძის განმარტებით, მსჯავრდებულის გადაყვანა უცხო ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ის ან გათავისუფლებულია ან გადავადებული აქვს სასჯელი. რაც შეეხება ექსპრეზიდენტს, მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არცერთი ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს.