იუსტიციის მინისტრის განცხადება

თეა წულუკიანი ყოფილი თანამშრომლების მიერ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სექსუალური შევიწროვების ბრალდებებს ეხმაურება.

მინისტრის განმარტებით, უგრეხელიძესთან შეკითხვები მასაც აქვს. წულუკიანი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი ამჟამად მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება და ვიდრე მის პოზიციას არ მოისმენს კომენტარისგან თავს შეიკავებს.

შეგახსენებთ, ბრალდებების გაჟღერების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თანამდებობიდან პაპუნა უგრეხელიძის გათავისუფლებას მოითხოვს. ბრალდებების ადრესატს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.