იუსტიციის მინისტრის განცხადება

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის კადრებს ასაჯაროებს. მანამდე კი, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ, მასალას გავრცელებდნენ. რატი ბრეგაძე სტრასბურგის განცხადებასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები. მინისტრის ამ სიტყვების, გავრცელებული ვიდეოკადრებისა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების საპასუხო კომენტარების შესახებ გიორგი კობერიძე ისაუბრებს.