იუსტიციის მინისტრის განცხადება

თეა წულუკიანმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ინფორმაციას, რომელიც იუსტიციის მინისტრის გარშემო მედიაში უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება, დღეს თავად მან გასცა პასუხი.

მიზეზი, რის გამოც წულუკიანი შესაძლოა პოსტიდან წავიდეს, მის უწყებასთან დაკავშირებულ საკითხს ეხება. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ სადავო თემა დღის წესრიგში რამდენიმე დღის წინ დადგა.

უცნობია, იგულისხმება თუ არა პატიმრების შეწყალების ახალი კონცეფცია, რომელიც პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან სწორედ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა და რომლის მიხედვით შეწყალების კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს.

თეა წულუკიანს, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან იკავებს, სადავო საკითხი დღეს არ დაუკონკრეტებია.