იუსტიციის მინისტრის განცხადება

„ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი“, – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის მიერ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ასეთ მძიმე ბრალდებას, განსაკუთრებით, როდესაც ის პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ისმის, მტკიცებულებებით გამყარება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ, ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები წარადგინა და თქვა, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საჯაროდ აწამებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდება – შეფასებები თბილისში