გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აქცენტი გაკეთდა მსგავსი პლატფორმების მნიშვნელობაზე, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. პაატა სალიამ მონაწილეები 2026 წელს, თბილისში დაგეგმილ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება.