იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტზე
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საჯარო სერვისებზე წვდომის გასაუმჯობესებლად, ციფრული ტრანსფორმაცია, სამართლის უზენაესობა – ამ თემებზე სტამბოლში შეკრებილი ათეულობით ქვეყნის წარმომადგენლები ერთ სივრცეში მსჯელობენ.
თურქეთი სამართლის საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრიც ესწრება. რა მექანიზმებით ცდილობს ქვეყანა სამართლებრივი სისტემების ეფექტურობის გაზრდას თანამედროვე გამოწვევების ფონზე – ეს მიმართულება იყო აქცენტირებული მინისტრის სიტყვით გამოსვლაში. ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიურ პროგრესში ადამიანის უფლებების დაცვაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. სამიტს მთავრობებთან ერთად მოსამართლეები, ადვოკატები და ექსპერტებიც ესწრებიან.