იუსტიციის მინისტრი პარლამენტში - მხარეთა პოზიციები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რატი ბრეგაძეს ბოიკოტი გამოუცხადა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

გასვლამდე პარტიის წევრებმა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გამოფინეს, მინისტრი კი მკვლელად და სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადეს. ყველაზე დიდი მღელვარება ანა წითლიძის განცხადებას მოჰყვა, რომელზე რეაგირებას ბრეგაძე სახალხო დამცველისგან ელოდება. სიტუაცია სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გასვლის შემდეგაც არაერთხელ გამწვავდა. მთავრობის წევრმა ოპონენტები სააკაშვილის თემის გარშემო დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და მათი ქმედებები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას დაუკავშირა. უწყებაში გატარებულ რეფორმებზე საუბრის დროს მინისტრს რამდენჯერმე დასჭირდა წინა ხელისუფლების დროინდელი სტატისტიკის მოშველიებაც.