იუსტიციის მინისტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავიდა

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავიდა. თეა წულუკიანმა შეხვედრები გამართა სოფელ წყალწმინდის, სუფსისა და ლესის მოსახლეობასთან.

გურიის სოფლებში მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად სამედიცინო პუნქტების მოწყობა, ზოგიერთი შიდა გზის მოწესრიგება, გაზიფიცირება, სასმელი წყლის სისტემებზე მუშაობის დასრულება, მიწების განაწილების პრობლემა დასახელდა. სოფელ წყალწმინდის მოსახლეობამ შეხვედრაზე ზღვამდე მისასვლელი გზის არარსებობის საკითხიც დააყენა.

იუსტიციის მინისტრმა მოსახლეობას ის მასშტაბური ცვლილებები გააცნო, რომელთაც მთავრობა მიწის განაწილების საკითხის გადასაჭრელად გეგმავს.