იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტის სტუმრებს ხვდება

იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მსოფლიო სამიტის სტუმრებს ხვდება. თბილისში 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია იმყოფება. მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობის წევრები, ავტორიტეტული საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები.

სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს. როგორც ღია მმართველობის პროცესის წარმმართველი უწყება, შეხვედრები მსოფლიო სამიტის მონაწილეებთან იუსტიციის მინისტრმა დღეს დაიწყო.

თეა წულუკიანი ინდონეზიის დელეგაციას შეხვდა.