იუსტიციის მინისტრი და ომბუდსმენი პარლამენტში

ოთხ ციხეზე მომზადებული ანგარიში ომბუდსმენის და იუსტიციის მინისტრის მწვავე დაპირისპირების მიზეზი ხდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომამ ურთიერთბრალდებების და ხმამაღალი განცხადებების ფონზე ჩაიარა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მონიტორინგის მიხედვით მომზადებული დასკვნა მძიმე შინაარსისაა. ნინო ლომჯარია საუბრობს ნახევრად ღია და დახურულ ოთხ დაწესებულებაში არსებულ ძალადობრივ გარემოზე, კრიმინალური სუბკულტურების არაფორმალურ მმართველობაზე, პატიმრების ჩაგვრაზე, ე. წ. მაყურებლების პრივილეგირებულ მდგომარეობაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე.

არანაკლებ მწვავე აღმოჩნდა იუსტიციის მინისტრის გამოსვლა, რა დროსაც წულუკიანმა ლომჯარიას კონკრეტული სტატისტიკით და ვიდეო-ჩანაწერებით უპასუხა. ვიცე-პრემიერმა სახალხო დამცველი შერჩევით მიდგომებში დაადანაშაულა და დასკვნაში მოყვანილი ფაქტების მტკიცებულებებით გამყარება მოსთხოვა.