იუსტიციის მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, იუსტიციის მინისტრმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სააგენტოების ხელმძღვანელებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, იუსტიციის სამინისტროს ის ინოვაციური სერვისები გააცნეს, რომლებიც ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე გამართული დისკუსიის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიიღეს. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.