იურისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

„მართლმსაჯულება გადასარჩენია,“ – ამ ლოზუნგით იურისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.

პროტესტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს დატოვონ სასამართლო, მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა და პარლამენტმა შეაჩერონ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა.

აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან იმ ცვლილებებს, რომელიც ეხება უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების არჩევის წესს და კრიტერიუმებს, შერჩევისას კენჭისყრის პროცედურის ფარულობას.

აქციას შეუერთდნენ დეპუტატები ეკა ბესელია და ზურაბ კვაჭანტირაძე.