იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს, საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო.

პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით კენჭს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრის.

პროექტით, ე.წ. ბონუსს სისტემა უქმდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვება ხდება.

ცვლილებები ეხება საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელიგიის თავებსაც.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.