იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მაია ვაჩაძეს უსმენენ

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მაია ვაჩაძეს უსმენენ. ის უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ 1999 წლიდან მუშაობს.

კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.