იურიდიული კომიტეტის სხდომა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენას არ დაუბრუნდება. იურიდიულმა კომიტეტმა საკითხი დღეს უკვე მესამე მოსმენით განიხილა და ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პროექტის დამტკიცებამდე აუცილებელი იყო საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების ფუნდამენტური განხილვა. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-განწესების მიმართულებით პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უმეტესობა გაითვალისწინა.

იურიდიულ კომიტეტს ცვლილებებისთვის კენჭი ჯერ არ უყრია. მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ პროექტი უკვე პლენარულ სხდომაზე გავა და დეპუტატები მას კენჭს უყრიან.