გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც! ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს – პრაქტიკულად სხვა ხალხს, მთავრობისა და ძალოვნების ახალ შემადგენლობას გადასცა, რომლებმაც პირწმინდად გაწმინდეს და გაასუფთავეს ეს პრობლემები, კორუფციაზე უმაღლესი თანამდებობის პირები დააკავეს და ისიც ფაქტია, რომ არც ის პოლიციელები დაინდეს, ვინც დანაშაული ჩაიდინა. როგორც აღმოჩნდა, ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!“- წერს არჩილ გორდულაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება