იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. პროექტის განხილვის დროს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში დაიშვებიან მხოლოდ მიწვეული პირები და აკრედიტებული მედიაჯგუფები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. დეპუტატებმა დღეს დოკუმენტზე მუხლობრივად უნდა იმსჯელონ.

პარლამენტიდან თეონა მანაგაძე გვიერთდება – მოვიდნენ თუ არა დეპუტატები და თუ გაკეთდა განცხადებები სხდომის დაწყებამდე.