იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 17 საათზე იმსჯელებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა სამართლებრივი არგუმენტები ვერ წარადგინა. განსხვავებულია ოპოზიციის ნაწილის მოსაზრება, მათ მიაჩნიათ, რომ კანონი დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა. მიღებული ცვლილებებით, იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს.