იუნკრებმა სამხედრო ფიცი დადეს
ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკრებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგაც, იუნკრებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.