იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

15:20, 27.10.2025

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერებმა, ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ისინი სწავლას საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გააგრძელებენ. მომდევნო 4-წლიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა საგანმანათლებლო სისტემაში აკადემიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრეს. აკადემიის კაპელანმა, ფიცის დადების შემდეგ იუნკერები დალოცა, აკადემიის ხელმძღვანელობამ კი წარჩინებული იუნკერები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელები, იუნკერების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.

მსგავსი