იუნისეფის კამპანია

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვის მქონე ბავშვების მიმართ ჯერ კიდევ ატარებს სტიგმას. ეს კი იწვევს უსაფუძვლო შიშს, მითებისა და სტერეოტიპების წარმოქმნას.

გაეროს ბავშვთა ფონდმა დღეს, კამპანია „დაინახე ყველაფერი“ შეაჯამა. პროექტი ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იუნისეფის მიერ განხორციელდა. დაინახე ყველაფერი მიმართული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის წინააღმდეგ.