„იუნესკოს“ დასკვნა გელათზე

გელათის სამონასტრო კომპლექსზე „იუნესკოს“ დასკვნების შესახებ კულტურის სამინისტროში ხვალ იმსჯელებენ. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსის საბჭოზე სპეციალისტები იმ რეკომენდაციებსაც განიხილავენ, რომელიც  „იუნესკოდან“ სპეციალურად მოწვეულმა მსოფლიო მემკვიდრეობის სპეციალისტებმა გელათის მონასტრის ვითარების შესწავლის შემდეგ შეიმუშავეს.  „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიის დადგენილებაში, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, ნათქვამია, რომ გელათს რესტავრაციის შეუფერებელი მეთოდების პრაქტიკამ პრობლემები შეუქმნა.