საქართველო იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის სესიაში მონაწილეობს, რომელიც უზბეკეთში პირველად ტარდება. ღონისძიებას ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს. სესიის დღის წესრიგშია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და მოვლა-პატრონობის საკითხების განხილვა. ღონისძიებას ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ესწრება. კონფერენციის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეებს ხვალ მიმართავს. სესიის პარალელურად მიმდინარე გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული სტენდი და პავილიონი, სადაც სტუმრებს გააცნობენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მათ შორის, ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციებს და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.
თამუნა წიკლაური სამარყანდიდან #მოამბე