იუნესკო გელათის შესახებ

„გელათს, რესტავრაციის შეუფერებელი მეთოდების პრაქტიკამ პრობლემები შეუქმნა“ – ნათქვამია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიის დადგენილებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონსერვაციული ღონისძიებები წარუმატებელი აღმოჩნდა. ღვთისმშობლის ტაძარზე დამონტაჟებულმა, კრამიტით გადახურულმა სახურავებმა და წმინდა გიორგის ეკლესიის მუდმივმა ტენიანობამ კედლის მხატვრობის სერიოზული დაზიანება გამოიწვია.

იუნესკო მიესალმება სახელმწიფოს მიერ ღვთისმშობლის ტაძარზე მოწყობილ დროებით გადახურვას, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ისეთი გადახურვის მოწყობას, რომელიც ეკლესიას დაიცავს დაზიანებისგან. იუნესკო ასევე აუცილებლად თვლის, დაუყოვნებლივ გადაიხუროს წმინდა გიორგის ეკლესია ისე, რომ ნაგებობა დაცული იყოს წვიმისა და თოვლისგან.

საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს მორიგი ანგარიში 2022 წლის პირველ თებერვლამდე უნდა წარუდგინოს, რომ საკითხის განხილვა მორიგ 45-ე სესიაზე მოხდეს.