იულია სუსლიაკის ბავშვების მეურვეობა ბებიებს გადაეცათ

18:16, 06.06.2019

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის 10 ბავშვის მეურვეობა ბებიებს გადაეცათ და ისინი დღესვე დატოვებენ მინდობითი აღზრდის დაწესებულებებს და საქართველოს, – ამის შესახებ პირველ არხს სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ამ შეთანხმებას ქართულ მხარესთან საქართველოში ჩამოსულმა უკრაინულმა დელეგაციამ მიაღწია.

ზურაბ თოდუას თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაა, რომელიც ადასტურებს, რომ 10 ბავშვი იური და იულია სუსლიაკის შვილები არიან.

მსგავსი