იულია სუსლიაკის ადვოკატმა ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა

იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც ადვოკატის მტკიცებით, ნათლად ჩანს, როგორ არასათანადოდ ექცევა მედპერსონალი სუსლიაკის ბავშვებს. კადრები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაღებული. ადვოკატი მიმართავს პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით და დაიწყოს გამოძიება.

ადვოკატის თქმით, დღეს ბრიფინგზე სუსლიაკიც უნდა ყოფილიყო, თუმცა მან აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთა ვერ მოახერხა.

ადვოკატის განცხადებით, სუსლიაკი დღევანდელ ბრიფინგზე იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბარს გეგმავდა, რომელსაც იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განიცდიდა.

პროკურატურაში აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.