იულია სუსლიაკის ადვოკატი დღეს ბრიფინგს გამართავს

იულია სუსლიაკი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.

ადვოკატის განცხადებით, მას დადგენილება წარუდგინეს, სადაც ნათქვამია, რომ იულია სუსლიაკი საქართველოს უსაფრთხოებას და მართლწესრიგს ხელს უშლის, ამიტომ საქართველოს ტერიტორიაზე მისი შემოსვლა იკრძალება.

ადვოკატი მომხდარის შესახებ დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრებს.

იულია სუსლიაკი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გუშინ იმყოფებოდა. ის აზერბაიჯანში დააბრუნეს.