იულია სკრიპალი საავადმყოფოდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

იულია სკრიპალი სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  ტელეკომპანიის ცნობით, ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს; სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პერუში 13-14 დაგეგმილ ამერიკის სამიტს არ დაესწრება. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, დონალდ ტრამპი ამერიკაში რჩება და სირიაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის საპასუხო ზომებზე მუშაობს; მარკ ცუკერბერგი ყველაზე მეტად ნანობს, რომ აშშ-ის 2016 წლის  საპრეზიდენტო არჩევნების დროს კომპანიამ რუსული საფრთხეები დროულად ვერ გაშიფრა, – ამის შესახებ უმსხვილესი სოციალური ქსელის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სენატის იურიდიული და ვაჭრობის კომიტეტების წინაშე განაცხადა.​