დავა „იუესეი თუ ჯორჯიას“ საქმეზე მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა.
კონკურენციის სააგენტომ ამანათების გადამზიდ კომპანიას დაავალა, რომ მოქალაქეებს ამანათების მოცულობით წონაში გადახდილი ზედმეტი თანხა უკან დაუბრუნოს. „იუესეი თუ ჯორჯიას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრები მაკონტროლებელ ორგანოში მას შემდეგ შევიდა, რაც კომპანიამ ონლაინ-ვაჭრობის შედეგად გამოწერილი ნივთების წონის გამოთვლის განსხვავებული ფორმულა დაადგინა, რამაც მოქალაქეებს ტრანსპორტირების გადასახადი მკვეთრად გაუზარდა.