ITB Berlin - საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

მზადება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურისტული გამოფენისთვის, რომლის მასპინძელი წელს საქართველო იქნება.

6 მარტს გერმანიის დედაქალაქში „აითიბი ბერლინი“ იხსნება. ჩვენი ქვეყანა, როგორც მასპინძლის სტატუსის მქონე, მთავარი სტენდით იქნება წარმოდგენილი. გამოფენა-ბაზრობის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, რომ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნონ, ქვეყნის ტურისტულ რეგიონებში ვირტუალურად იმოგზაურონ და სხვადასხვა კერძი დააგემოვნონ. სარეკლამო კამპანიისთვის საქართველოს 37 მილიონი ევრო გამოუყვეს. რამდენიმე დღეში ბერლინის ცენტრალურ ქუჩებში საქართველოს თემატიკით დატვირთული ბანერები გამოჩნდება.