იტალიური კინო და მოდა ერთ სივრცეში
ის, რაც აქამდე მხოლოდ ფილმებში გინახავთ, თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გელოდებათ. დამთვალიერებლებისთვის 23 ნოემბრამდე კინო და მოდა სწორედ ამ სივრცეში ერთიანდება. ექსპოზიციაზე კინოსა და მუსიკის ცნობილი ვარსკვლავებისთვის სხვადასხვა დროს შექმნილი სამოსია წარმოდგენილი. კოსტიუმები გამოფენის იდეის ავტორის, სტეფანო დომინელას პირადი არქივიდანაა, რომელიც ათასზე მეტ ექსპონატს აერთიანებს. ვარსკვლავური სამოსი, როგორც მსოფლიო კინოისტორიის განუყოფელი ნაწილი და კინოდქცეული იტალიური სტილი, რეპორტაჟი საგამოფენო სივრციდან.